ბენაიუნმა კარიერა დაასრულა

პრემიერლიგის ვეტერანმა შემტევმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა

იოსი ბენაიუნმა, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარმა ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებული გამოსვლით დაიმახსოვრა, 38 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა.

 

ისრაელელი თავდამსხმელი, რომელიც აიაქსის აკადემიის აღზრდილია, სხვადსხვა დროს ლონდონის ჩელსის, არსენალის, ვესტ ჰემის, ლივერპულის და ქპრ-ს ღირსებას იცავდა. 2016 წლიდან ბენაიუნი სამშობლოში თამაშობდა. ის იქ ჯერ ჰაიფას მაკაბის, შემდეგ, თელ ავივის მაკაბის, ბოლოს კი იერუსალიმის ბეითარის რიგებში ირიცხებოდა.

 

პრემიერლიგაში ბენაიუნმა 194 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. ეროვნული გუნდის მაისური იოსიმ 102-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 24-ჯერ აიღო.