გახდი ლიდერი! სტუდენტების დაჯილდოება

ეს თქვენი შანსია

კომპანია ლიდერბეთის და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი გახდი ლიდერი პირველი თვის გამარჯვებულებს აჯილდოებს.
პროექტი, რომელიც სტუდენტებს დასაქმებაში, საკუთარი ნიჭის საუკეთესოდ დემონსტრირებაში ეხმარება.
პროექტი, რომელიც სამაგალითოა.
პროექტი, რომელიც უკვე საკმაოდ წარმატებულია.
პროექტი, რომელმაც სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.

გასართობ ცენტრ Ballroom-ში მარტის თვის საუკეთესოები დავაჯილდოვეთ.

 

 

 

ფინალში ყოველი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) 3-3 საუკეთესო სტუდენტი გავა. თითო სტუდენტი ნახვების რაოდენობით (რეიტინგით) და 2-2 ამ კონკურსისთვის სპეციალურად შექმნილი ჟიურის გადაწყვეტილებით. კიდევ ერთი მონაწილე ველურ ბარათს მიიღებს.

მარტის საუკეთესოები - გიორგი ხარშილაძე, ირაკლი აფრასიძე და სოსო ხაჩიძე.
სამივეს გადაეცა სამახსოვრო პრიზები - სპეციალური სასუვენირო შეკვრა ლიდერბეთისგან, სპეციალური ლიტერატურული ნაკრები საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისგან, ფასიანი საჩუქარი სანაყინე Docli Di Paradiso-სგან, ფასიანი საჩუქარი ბარ Burgerclasico-სგან.

ზურაბ თალაკვაძე (პროექტის ავტორი): მარტში საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები მივიღეთ და გვჯერა, რომ აპრილი უფრო დატვირთული, გამორჩეული იქნება. სასიამოვნოა, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი სპორტით, ცხოვრების ჯანსაღი წესით არის დაინტერესებული. ეს ასეც უნდა იყოს ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს ტალახაძე, კალაძე და ფაჩულია. წარმატებები, ბავშვებო!

დიდ მადლობას ვუხდით Ballroom-ს. საუკეთესო ადგილი რელაქსისთვის და იქ, სადაც ყოველთვის გელოდებიან.


 

გახდი ლიდერი გრძელდება!
გადადით ამ ბმულზე (https://leadersport.ge/ge/leader) და ჩაერთეთ კონკურსში!
დაწერეთ სპორტზე და გახდით ლიდერი!
მაისში, კონკურსის გამარჯვებული 2 000 ლარით დაჯილდოვდება, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გასულები შესაბამისად, 1 500 და 1 000 ლარით დასაჩუქრდებიან. პირველ ადგილზე გასული ყოველთვიურად ლიდერსპორტის პორტალზე 1 წლის განმავლობაში სოლიდურ ხელფასსაც მიიღებს.

ეს თქვენი შანსია!




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.