ყვარელი, ფოთი, ქარიშხალა, სამტრედია

საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ხელბურთში


ხელბურთში, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის ნახევარფინალში, 22 მაისს, ითამაშებენ: ყვარელი - ფოთი და ქარიშხალა სამტრედია. რეგულარული სეზონის ბოლო ტური  ასე დასრულდა: სამტრედია - ქარიშხალა 32-37, ფოთი - ყვარელი 24-28, აჭარა - მამული 29-25, წყალტუბო - პეგასი 17-16.
ქარიშხალამ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა სამტრედიას და მეორე ადგილი გაინაღდა. პირველობა დაბევებული ჰქონდა ყვარლის გუნდს, ხოლო ფოთის ოქროს ვერძი ქულის აღების შემთხვევაში მესამეზე გადაინაცვლებდა და ყვარელთან ნახევარფინალს აიცილებდა თავიდან.

 

 

ფოთი-ყვარლის პირველი ტაიმის შუაში ყვარლელთა მწვრთნელებმა მოედანზე მეორე შემადგენლობა დააყენეს და საპასუხოდ, ასევე მოიქცნენ ფოთელები. ყვარელმა 28-24 მოიგო, ფოთი სამტრედიასთან პირადი წაგების გამო მეოთხე ადგილზე დარჩა და ნახევარფინალებიც ასე დაკომპლექტდა: ყვარელი - ფოთი, ქარიშხალა სამტრედია.


 

აჭარამ, რომელმაც გუშინ, პეგასთნ წაგებით დაკარგა ოთხეულში მოხვედრის შანსი, 29-25 დაამარცხა მამული და 6 ქულა დააგროვა. მათი დაწევა და პირადი მოგებით გადასწრება შეეძლო პეგასს, მაგრამ წყალტუბოსთან 16-17 დამარცხდა და მეექვსე ადგილზე დარჩა. მეშვიდეა მამული, მერვე წყალტუბო.

 

------------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----

ქყვარელი--------7---7---0---0--260-208--14

ქარიშხალა-----7---6---0---1--283-218--12

სამტრედია-----7---4---0---3--177-161---8

ფოთი-----------7---4---0---3--163-147---8

აჭარა------------7---3---0---4--170-177---6

პეგასი-----------7---2---0---5--206-224---4

მამული---------7---1---0---6--198-254---2

წყალტუბო-----7---1---0---6--134-202---2


ნახევარფინალი, 22 მაისი

ყვარელი - ფოთი

ქარიშხალა - სამტრედია

ფინალი და მატჩი 3 ადგილისთვის: 23 მაისი




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.