მეცხრედ ფლეიოფში

პირველი საპლეიოფო ჯახი 15 აპრილს გაიმართება

NBA-ას რეგულარული სეზონი დასრულდა და მალე პლეიოფები დაიწყება, რომელშიც ითამაშებს ზაზა ფაჩულიას დეტროიტიც. ქართველი ქალათბურთელის გუნდს ბოლო ტურში აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდა, რათა პლეიოფში გამსვლელ ადგილზე დასკუპებულიყო და ასეც მოხდა. დეტროიტმა სტუმრად უმოტივაციო ნიუ ორკი 115:89 დაამარცხა.

 

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 15 წუთი დაჰყო და გუნდს 6 ქულით და 5 მოხნით შეეწია. ზაზა ფაჩულია ნბა-ში მე-16 სეზონს ატარებს და პლეიოფში უკვე მეცხრედ ითამაშებს. მისმა დეტროიტმა რეგულარული სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა.

 

 

პლეიოფში დეტროიტი მილუოკ ბაქსს დაუპირისპირდება, რომელიც ზაზა ფაჩულიას ყოფილი გუნდია. წყვილის ფავორიტად აშკარად მილუოკი მიიჩნევა, რომელმაც დეტროიტს სეზონში ოთხივე დაპირისპირება მოუგო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ფაჩულიას გუნდი ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაშია. 

 

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას მომავალს, ის ჯერ გაურკვეველია. 35 წლის კალათბურთელი როგორც ჩანს კარიერის დასრულებას არ ჩქარობს, ხოლო პლეიოფების შემდეგ ის თავისუფალი აგენტი ხდება. არ გამოვრიცხოთ, რომ ზაზა ევროპაშიც დაბრუნდეს ან ნბა-ში მე-17 სეზონი გაატაროს.

 

დეტროიტის და მილუოკ ბაქსის პირველი საპლეიოფო ჯახი კი 15 აპრილს გაიმართება. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.