საქართველო: დიდი ალბათობით, ამხანაგური ჩილესთან

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ დიდი შანსია, სექტემბრის დასაწყისში თბილისში საქართველო–ჩილე გაიმართოს.

8 სექტემბერს ევროშესარჩევში საქართველო დანიას უმასპინძლებს, მანამდე სამი დღით ადრე კი ტურია, მაგრამ საქართველო ისვენებს. სწორედ ამ დღეს იგეგმება საქართველო–ჩილეს ამხანაგური. კობიაშვილმა თქვა, რომ ჯერ ოფიციალურად გადაწყვეტილი არაა.

 

საქართველოს ნაკრებს ჩილესთან არასოდეს არ უთამაშია.

 

მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალი გამოტოვა, ჩილეს საკმაოდ მძლავრი გუნდი ჰყავს. საკმარისია მხოლოდ ალექსის სანჩესი და არტურო ვიდალი ვახსენოთ. 2015 და 2016 წლებში ზედიზედ ორჯერ მოიგო კოპა ამერიკა. ჩილე ფიფას რეიტინგში მე–15 ადგილზეა...

 

ასე რომ, ფედერაციამ მართლაც კარგი ამხანაგური მატჩი გაჩარხა (ალბათ, ბოლომდე მივა საქმე). შეგახსენებთ, ნოემბრის ბოლოს კიდევ ერთი ამხანაგური ელის საქართველოს, თანაც, გასვლაზე ხორვატიასთან.