პროგნოზი: პსვ -ბარსელონა

პსვ ბარსელონანსთან ევროპის ლიგის საგზურისთვის გაიბრძოლებს 

პსვ -ბარსელონა

 

დრო: 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, 23:59

 

მსაჯი: პაველ კრალოვეჩი (ჩეხეთი, 41)

 

ბარსელონა მილანის ინტერთან სტუმრად, ჯუზეპე მეაცაზე (სან სირო) ჩატარებული მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ, პირველი და ამ დრომდე ერთდერთი გუნდი გახდა, რომელმაც პლეიოფის საგზური მოიპოვა. კატალონიელები 3 ქულით უსწრებენ მეორე ადგილზე მყოფ მილანურ კლუბს. მაშინ, როდესაც პსვ სამ ქულას ფლობს, ბოლო ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის ყველა შანსი დაკარგული აქვს.

 

პსვ-მ ბოლო ორ ტურში ტოტენჰემთან საკმაოდ კარგად ითამაშა, გუნდი ჯერ საშინაო კედლებში ჰოტსპურსს (2:2) დაუზავდა, ხოლო შემდეგ უემბლიზე მინიმალური სხვაობით (1:2) დამარცხდა. მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლობისა, გუნდი ჰოლანდიის ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ 100%-იან მაჩვენებელს ფლობს და ერთპიროვნულად ლიდერობს.

 

ურთიერთშეხვედრები:

 

გუნდები ერთმანეთს მეოთხედ ხვდებიან, 1997 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორივე მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბერში ბლაუგრანამ კამპ ნოუზე 4:0 იმარჯვა. მაშინ ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ერთი გოლი კი უსმან დემბელეს ანგარიშზე იყო.

 

პროგნოზი:

 

უსმან დემბელე ის ადამიანია, რომელმაც კატალონიელები ლა ლიგაში ზედიზედ მეორე მარცხისგან იხსნა და შაბათს, ვანდა მეტროპოლიტანოზე გამართულ მე-12 ტურის მატჩში ატლეტიკოს ბოლო წუთზე ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი გაუტანა. 90 წუთის განმავლობაში, ბარსელონას მეტოქის კარის მიმართულებით სხვა განსაკუთრებულად გამორჩეული ეპიზოდი არ შეუქმნია.

 

ბარსელონა ამ შეხვედრაში გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა დიდი ალბათობით გოლის გატანას პსვ-ც შეძლებს. ბლაუგრანა ბოლო ოთხ მატჩში მინიმუმ ერთ გოლს უშვებს, მას მერე, რაც სანაკრებო შესვენებამდე ბეტისთან (3:4) წააგო. რაც შეეხება პსვ-ს, ის გოლის გატანას ბოლო შვიდ შეხვედრაში ახერხებს, აქედან ორი ეინდჰოვენელებმა ჩემპიონთა ლიგაში გამართეს.

 

ბარსელონა მოიგებს @ 1.50

 

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @ 1.45