ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა–არგასვლა

უეფაში განმარტეს რამდენიმე საკითხი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის სისტემას ეხებოდა. 

თუ ევროპა ლიგას მოიგებს ტოპ–4 ჩემპიონატის ის კლუბი, რომელიც თავის ჩემპიონატშიც ოთხეულში გავა და იქიდანაც მოიპოვებს ჩემპ ლიგის საგზურს, ერთი დამატებითი ადგილი ჩემპიონთა ლიგაზე გადაეცემა უეფას რეიტინგში მეხუთე ადგილზე გასულ ქვეყანას: საფრანგეთს.

 

ასე მოხდა შარშან. ატლეტიკომ ევროპა ლიგა მოიგო, პრიმერაშიც მესამეზე გავიდა და ლიონს (როგორც საფრანგეთის მესამეადგილოსანს) გაუკაფა გზა ჩემპიონთა ლიგაზე.

 

ესაძლოა თუ არა, რომ კლუბი თავის ჩემპიონატში საჩემპიონთალიგო ადგილზე გავიდეს და მაინც ვერ მოხვდეს ლიგაზე? ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, მაგრამ თეორიულად შეიძლება მოხდეს. მაგალითად, წლეულს ჩემპ ლიგაც და ევროპა ლიგაც ინგლისურმა კლუბებმა მოიგონ და ამ ორი კლუბიდან ვერცერთი ვერ მოხვდეს პრემიერლიგის ოთხეულში.  

 

მაგალითად ავიღოთ: ჩემპიონთა ლიგა მოიგოს ტოტენჰემმა, ევროპა ლიგა კი არსენალმა. ვერცერთი ვერ მოხვდეს პრემიერლიგის ოთხეულში. პრემიერლიგაში მეოთხეზე გავიდა, ვთქვათ, ჩელსი. ამ შემთხვევაში ჩელსი ვეღარ მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე...