ორი მედალი ბათუმიდან

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

22 წლის ნატურალიზებული უკრაინელი ძალოსანი უკვე ორი წელია საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავს. დღესაც, ზღვისპირა ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ორი მედლის მოპოვება შეძლო.

 

პლესნოიმ მკერდი ვერცლით და ბრინჯაოთი დაიმშვენა. ატაცში მან სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. ჯერ 165 კგ-ს მოერია, შემდეგ 170 შეუკვეთა და ისიც დაიმორჩილა, ხოლო ბოლო ცდაზე სულაც 173 კილოგრამი დაძლია და ამ დისციპლინის ვერცხლის მედალთან ერთად 23 წლამდე ევროპის რეკორდიც დაამყარა, რომელიც მალევე მოხსნა ბელარუსმა ციკაკოვმა და ატაცში ჩემპიონიც ის გახდა.

 

აკვრაში კი საქართველოს ნაკრების წევრმა ჯერ 198 კილოგრამი დამაჯერებლად ასწია და 204 კგ შეუკვეთა, რომლის დასამორჩილებლადაც ორი ცდის გამოყენება დასჭირდა. 

 

 

საბოლოოდ ორჭიდის ჯამში ანტონ პლესნოიმ 377 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ბათუმი 2019-ზე მედლებისთვის ხვალ კიდევ სამი ქართველი იბრძოლებს. 09:00 საათზე 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძე იასპარეზებს. 17:30 საათზე კი ტურნირის კულმინაცია დაიწყება და მედლებსა და რეკორდებს ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე შეუტევენ.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.