მხოლოდ ორი სამქულიანი

ადრიატიკის ლიგის ფინალი

ევროლიგის ფლეიოფებამდე, წინ ადრიატიკის ლიგის ფინალებია, რომლის პირველ მატჩშიც გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი ბელგრადში ცრვენა ზვეზდას დაუპირისპირდა და 72:91 დამარცხდა.

 

ბუდუჩნოსტი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და ტიტულის დასაცავად იბრძვის, თუმცა ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება, რადგან მოედნის უპირატესობა არ აქვთ და პირველი მატჩიც წააგეს.

 

ქართველმა კალათბურთელმა მატჩის სტარტზე მიჯრით ორი 3 ქულიანი ჩააგდო და სამწუხაროდ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა. ცრვენა ზვეზდას ნიგერიელი გოლიათი ფარქვეშ მყარად იდგა და ბითაძეს ბურთი აღარ ჩააგდებინა.

 

ფინალური სერიის მეორე მატჩიც სერბეთის დედაქალაქში 14 აპრილს გაიმართება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.