კუბო, მეტსახელად მესი (+video)

იაპონელი შემტევი ნახევარმცველი ტეკეფუსა კუბო, შესაძლოა, ევროპულ გრანდში გადავიდეს.  ბარსელონა, რეალი და პსჟ უკვე სარფიან კონტრაქტებს სთავაზობენ

კუბო 17 წლისაა და საფეხბურთო კლუბ ტოკიოში თამაშობს, ასევე, იაპონიის ასაკობრივი ნაკრებები მოიარა.

 

სხვათა შორის, კუბო 2011-2015 წლებში უკვე იყო ბარსელონაში. აკადემიაში თამაშობდა, მერე კი სამშობლოში პროფესიულ დონეზე გააგრძელა თამაში. 15 წლისას ჰქონდა დებიუტი ტოკიოს მთავარ გუნდში.

 

იაპონელი მესი - ასე ეძახიან.