რა შემთხვევაში შეელევა რეალი ვარანს?

სამეფო კლუბი ფრანგი ფეხბურთელის შემცვლელს ეძებს

 

 რაფაელ ვარანი, 25 წლის ფრანგი მცველი და მსოფლიო ჩემპიონი, რომლის თავისთან ხილვასაც ნებისმიერი გუნდი მოაწერდა ხელს გაურკვევლობაშია. ფეხბურთის გულშემატკივრებს ეცოდინებათ, რომ ბოლო პერიოდში ვარანს რეალში მდგომარეობა აერია და არის შანსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მან  სამეფო კლუბი დატოვოს.

ესპანური გამოცემა Diario AS- ის ცნობით, რეალი რაფაელ ვარანს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეელევა - თუ დაინტერესებული მხარე სულ მცირე 500 მილიონ ევროს გადაიხდის. 2017 წელს, ფრანგმა მცველმა მადრიდულ გრანდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. "მადრიდში მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში არ არსებობს მეორე 25 წლის მცველი, რომელიც ისეთ მაღალ დონეზე თამაშობს, როგორც ვარანი. მისი გასხვისება სამეფო კლუბის სისუსტე იქნება. ამიტომაც რეალმა სანაცვლოდ დიდი ფინანსური მოგება უნდა ნახოს" -წერს Diario as-ი.
 

რეალის ხელმძღვანელობა ვარანისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებასაც აპირებს, რომლის პირობებითაც ფრანგი ფეხბურთელის წლიური ხელფასი 6-დან 9 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

  წინა თვეში, ვარანს ფრანგმა ჟურნალისტებმა მისი მომავლის შესახებ ჰკითხეს, თუმცა მუნდიალი 2018-ის მომგებმა ფეხბურთელმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა: "არ ვაპირებ ჩემი მომავლის შესახებ საუბარს. ამ თემის საჯაროდ განხილვა არ მსურს".
 
ვარანი რეალში ლანსიდან 2011 წელს გადავიდა და მას შემდეგ ბლანკოსის მაისური 167 შეხედრაში მოირგო. მისი გადაბირებით მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული. ვარანის მადრიდული კარიერა საკმაოდ ტიტულოვანია. ფეხბურთელმა რეალში არაერთი ჯილდო მოიგო, მათ შორის ორჯერ  ლა ლიგა და 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. გუნდში დაბრუნებულ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს თანამემამულის გაშვება არ სურს და რეალის სამომავლო გეგმების ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, რეალში ვარანის შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყეს.
 
რეალის ბოსებს პორტუდან  ედერ მილიტაუს გადაბირება სურთ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კი, მადრიდელთა მთავარი სატრანსფერო სამიზნე ჩელსის შემტევი ედენ აზარი იქნება.



მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.