კლოპი: აზარი მსოფლიოში საუკეთესო გახდება 

ლივერპულის თავკაცი მომავალი მეტოქის შესახებ საუბრობს

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში, ერთმანეთს ცხრილში მეზობლად მყოფი ლივერპული და ჩელსი დაუპირისპირდებიან. მატჩამდე, მერსისაიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მეტოქის შანსებს აფასებს. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ლონდონელთა ლიდერი ედენ აზარი მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

 

„ჩვენ ვცდილობთ, უფრო უკეთ წავიკითხოთ და გავაანალიზოთ აზარის სათამაშო სტილი, მისი სწრაფი მოძრაობა, გადაადგილება მოედანზე და გადაწყვეტილების მიღების სხარტი უნარი. ეს მარტივი არ არის. მისი შეჩერება ხშირად წარმოუდგენელია, მაგრამ, იმედია ჩვენ გამოგვივა.

 

 

ერთ დღეს, შესაძლოა, აზარი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მას ის ბრწყინვალე თვისებები აქვს, რომელსაც ფეხბურთელში განსაკუთრებულად ვაფასებ. აზარი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენთან მატჩს ჩააგდებს“.-თქვა კლოპმა.

 

ლივერპული ჩელსის 14 მარტს,  19:30 საათზე, ენფილდზე უმასპინძლებს.