კვარაცხელია–ჩორლუკას ისტორია: მეორეჯერაც ასე გააკეთებ და...

რუსულ ტელეარხზე საუბარი შეეხო მოსკოვის ლოკომოტივის შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას. 

კერძოდ, საფეხბურთო კომენტატორმა ნობელ არასტუმიანმა მოჰყვა ასეთი ისტორია:

 

„ლოკომოტივის ერთ–ერთ ვარჯიშზე კვარაცხელიამ ჩორლუკას ორჯერ გაუძვრინა ბურთი ფეხებს შორის. ეს, რა თქმა უნდა, დამცინავია. როგორია, მოდის 18 წლის ბიჭი და გუნდის კაპიტანს ორჯერ უძვრენს ბურთს. ამბობენ, ხვიჩასთან საბა კვირკველია მისულა და უთქვამს: „კიდევ ერთხელ ასე მოიქცევი და ჩორლუკას სხვანაირი რეაქცია ექნება“... იცით, რა გააკეთა ჭაბუკმა ქართველმა? მესამედ უკვე თავზე გადაუგდო ბურთი ჩორლუკას და გვერდიდან მოუარა“.

 

კომენტატორმა ასევე განაცხადა:

 

„მასზე მითხრეს, რომ ჯერ კიდევ შარშან ბენფიკა დაელაპარაკა ხვიჩას აგენტს. საუბარი იყო მილიონ ევროზე და პლუს, 10 პროცენტზე შემდგომი გაყიდვიდან“.     




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.