პროგნოზი: პსჟ-ლივერპული

სიკვდილის ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი პარკ დე პრენსზე გაიმართება 

პსჟ-ლივერპული

 

დრო: 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, 23:59

 

მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

 

ეს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალური მატჩია, რომელშიც პარკ დე პრენსზე ერთმანეთს სიკვდილის ჯგუფის გამარჯვებულის გამოსავლენად პსჟ და ლივერპული დაუპირისპირდებიან.  

 

ლივერპულმა ტურნირი და მთლიანად სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში არასტაბილურად გამოიყურება და ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ ცრვენა ზვეზდასთან სტუმრად, სენსაციურად დამარცხდა (2:0).

 

ამ დაძაბულ ჯგუფში მდგომარეობა ასეთია: ლივერპული და ნაპოლი 6-6 ქულით ლიდერობენ, პსჟ კი 5 ქულით მესამე ადგილს იკავებს. იმ შემთხვევაში, თუ ამ მატჩს ლივერპული მოიგებს, მაშინ პსჟ სასწაულის იმედად დარჩება, რომელიც ცრვენა ზვეზდას მიერ ნაპოლის დამარცხებას ან ქულის ართმევას გულისხმობს. თუ პარკ დე პრენსზე გამარჯვებულები მასპინძლები გამოვლენ, მაშინ ლივერპულს ბოლო ტურში ნაპოლისთან გამარჯვებაზე ორიენტირება მოუწევს.

 

ურთიერთშეხვედრები:

 

გუნდები ერთმანეთს პირველად სექტემბერში შეხვდნენ, როცა ლივერპულმა ენფილდზე მორიგი დრამა დადგა და მატჩის მიწურულს, ფირმინოს მიერ გატანილი გოლით მოიგო. ბრაზილიის ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის გარდა, მერსისაიდელთა მხრიდან გოლები დანიელ სტარიჯმა და ჯეიმს მილნერმა გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი მუნიემ და მბაპემ გამოიჩინეს.

 

პროგნოზი:

 

სერბეთის ჩემპიონთან შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ, ძალების აღდგენა და თავდაჯერებულობის დაბრუნება ლივერპულმა პრემიერლიგაში ფულემთან და უოტფორდთან კომფორტული გამარჯვებებით მოახერხა. იურგენ კლოპის შეგირდთაგან ვიქერეიჯ როუდზე გამარჯვების შემოქმედნი ფირმინო, მოჰამეს სალაჰი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი გახლდნენ. ამ მოგებით ლივერპულმა ლიდერ მანჩესტერ სიტისთან ორქულიანი ჩამორჩენა და მოქმედ ჩემპიონთან ერთად წაუგებლის სტატუსი შეინარჩუნა.

 

მთავარი საკითხი, რომელიც მასპინძლებს აღელვებთ, გუნდის ლიდერების ნეიმარისა და კილიან მბაპეს ჯანმრთელობააა, მათ ტრავმები სანაკრებო შესვენების დროს, შესაბამისად ბრაზილიისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრების დროს მიიღეს.

 

პსჟ ცოცხალი რეკორდის შემოქმედი გახლავთ, ის პირველი გუნდია ტოპ 5 ჩემპიონატში, რომელმაც სეზონი 14 გამარჯვებით დაიწყო-აქამდე მაქსიმალური შედეგი 11 იყო, რაც ტოტენჰემ ჰოტსპურსმა შორეულ 1960/61 წლების სეზონში დააფიქსირა. საფრანგეთის ჩემპიონი ლიგა ერთში მიდმინარე სეზონშიც მთავარი ფავორიტი გახლავთ.

 

მასპინძლები, რომლებიც წამყვან მოთამაშეთა დეფიციტს განიცდიან, უმეტესად კარის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ, ინგლისელები კი მიზნის მიღწევას იმ სტილში შეეცდებიან, რომელშიც მთელი ამ სეზონის განმავლობაში აკეთებენ და მინიმალური უპირატესობით გამარჯვებას შეეცდებიან, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ მატჩში 2-ზე მეტი გოლი არ უნდ გავიდეს.

 

პსჟ ვერ გაიტანს ერთზე მეტ გოლს @ 4.10


მატჩში 2-ზე მეტი გოლი არ გავა @  5.25

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.