208, 218 - ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

არავინ იცის სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი

ეს მოსალოდნელიც იყო. ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ფიცარნაგზე მძიმეწონოსანი სპორტსმენები გავიდნენ. მთავარი ფავორიტი კი რა თქმა უნდა მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცად აღიარებული ლაშა ტალახაძეა.

 

ქართველმა გოლიათმა ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ჯერ 208 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა ბუმბულივით, შემდეგ კი 218-ს შეეჭიდა და წარბშეუხრელად დაიმორჩილა. არავინ იცის სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი.

 

მანამდე კი ფიცარნაგზე ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე გავიდა, რომელმაც სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. ბოლოს მან 206 კილოგრამი ასწია და ამ დისციპლინაში ვერცხლის მედალს დაეუფლა. 

 

ჩემპიონზე კი აღარაფერს ვამბობთ. ლაშა ტალახაძე ფენომენალური მოვლენაა.