არველაძის გაბრწყინება სევილიასთან (ვიდეო)

შოთის გოლები სანჩეს პის ხუანზე

2006/07 წლების სეზონში უეფას თასზე სევილია და შოთა არველაძის ალკმაარი ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი შეხვდა და სანჩეს პის ხუანზე ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა უნდა გარკვეულიყო.

 

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ანდაულისიელებმა  11 მეტრიანით გახსნეს. გოლი ხავიერ ჩევანტონის ანგარიშზეა. ამის შემდეგ ქართველი ფორვარდის ჯერი დადგა. შოთიმ ჯერ 62-ე წუთზე მცველს ბურთი წაართვა, ერთი ერთზე გავიდა და გოლი გაიტანა, 93-ე წუთზე კი თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა და დავიდ კობენიოს კარი აიღო, მატჩი კი საბოლოოდ 1:2 დასრულდა.

 

შოთა ჰოლანდიურ გუნდში 2005-07 წლებში გამოდიოდა. იგი ალკმაარის კაპიტანი გახლდათ. 2007 წლის ზაფხულში საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ესპანურ ლევანტეს მიაშურა, სადაც ერთი სეზონი დაჰყო. 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.