დვალს ვერ აჩერებენ

ქართველი მცველი შესანიშნავ ფორმაშია

უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში, ლაშა დვალის ფერენცვაროში მეზოკოვეშდის ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ ერთ-ერთი გოლი სწორედ ქართველი მცველის ანგარიშზეა. 48-ე წუთზე სტუმრები 0:1 მარცხდებოდნენ და 23 წლის ფეხბურთელმა თავური დარტყმით აიღო მასპინძელთა კარი.

 

შეგახსენებთ, რომ დვალმა წინა ტურშიც გაიტანა. სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 9 შეხვედრაში გატანილი 2 გოლია.

 

ფერენცვაროშს ამ დროისთვის 64 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.