ჯერ პასი, ახლა გოლი - ჩაკვეტაძე ბრუნდება (VIDEO)

საქართველოს ნაკრების 19 წლის ტალანტმა ანტვერპენს გაუტანა

ბელგიის იუპილერ ლიგის საჩემპიონო ჯგუფში, მეოთხე ტურის მატჩი გამართა გენტმა და ანტვერპენთან შინ, 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ 77-ე წუთზე გაიტანა. ახალგაზრდა ქართველი შეხვედრაში მეორე ტაიმის დასაწყისიდან ჩაერთო და ძირითადი დროის დასრულებამდე 13 წუთით ადრე ანგარიშიც გაათანაბრა.

გენტის მიერ გატანილ გოლამდე ერთი წუთით ადრე, მოედანზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიაც გამოვიდა.


შეგახსენებთ, ქართული ფეხბურთის 19 წლის ტალანტს სამი თვე მუხლის ტრავმა აწუხებდა და როგორც კლუბს, ისე ნაკრებს ვერ ეხმარებოდა. ჩაკვეტაძე გენტს წინა ტურში დაუბრუნდა და საგოლე გადაცემა მიითვალა, ახლა კი უკვე გოლის გატანაც მოახერხა.

ჩაკვეტაძისთვის ეს ამ სეზონში გატანილი მეხუთე გოლი იყო, ამავდროულად გიორგის ანგარიშზე 4 საგოლე პასიცაა.

გენტი 25 ქულით მეექვსე ადგილზეა, ევროპის ლიგის ზონას კი 8 ქულით ჩამორჩება.