კლასიკებმა ორი მედლით დაიწყეს

ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

ბუქარესტში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფლების შემდეგ ესტაფეტა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გადაიბარეს და ქართულ ყულაბაში ორი მედალიც ჩაჩხრიალდა.

 

იაკობ ქაჯაიამ (130კგ)  და ლევან ქავჟარაძემ (63კგ) შესაბამისად ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს.

 

ჩემპიონობისთვის ჯახში ქართველი ფალავანი გამოცდილ და ტიტულოვან თურქ მოჭიდავეს - რიზა კაიალპის დაუპირისპირდა და ვერაფერი გააწყო. ევროპის ჩემპიონატების შვიდგზის ჩემპიონთან, ოლიმპიადების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსან თურქთან ქაჯაია 0:3 დამარცხდა. მანამდე კი ქართველმა სპორტსმენმა ფინელ, პოლონელ და ასევე რუს სერგეი სემიონოვს მოუგო, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

 

ლევან ქავჟარაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში პოლონელ მიხალ ტრაჩს 5:2 აჯობა.