უმტიტი სერია ა-ში უნდათ

ფრანგი მცველით იტალიური გრანდი ინტერესდება 

სამუელ უმტიტიმ კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს. როგორც ცნობილია ფრანგი მცველის გადაბირება ტურინის იუვენტუსს სურს. ამის შესახებ Footmercato იუწყება.

 

არახალია, რომ იტალიელები მცველის ძიებაში არიან, რომელთანაც დიდხნიან კონტრაქტს გააფორმებენ. ცნობილია, რომ იუვეს მესვეურები მზად არიან უმტიტში 80 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამ საკითხზე ბარსელონას მესვეურების პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

შეგახსენებთ, რომ წინა წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონით მანჩესტერი სერიოზულად ინტერესდებოდა, თუმცა ცენტრალურმა მცველმა ბლაუგრანას უერთგულა.

 

უმტიტი ბარსელონაში 2016 წლის ზაფხულში ლიონიდან გადავიდა. სათქმელია, რომ ბოლო პერიოდში იგი ხშირად ტრავმიანობს. უმტიტის კატალონიელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.