ასე გაიყვანა ქეცბაიამ ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგაში (ვიდეო)

თემურ ქეცბაიას უმნიშვნელოვანესი გოლი, რომლითაც ნიუკასლმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა

ჩემპიონთა ლიგაში ქართველ ფეხბურთელებს არაერთხელ უთამაშიათ, თუმცა იშვიათად გუნდი ჯგუფში რომელიმე ჩვენებურის გოლით მოხვედრილიყო.

 

ერთ-ერთი მათგანი 1997 წლის აგვისტოში მოხდა. ლიგის პლეიოფში ერთმანეთს კროაცია და ნიუკასლი დაუპირისპირდნენ. კაჭკაჭთა ღირსებას იმხანად თემურ ქეცბაია იცავდა. პირველი მატჩი ინგლისში ბრიტანელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მეორე შეხვედრა ხორვატებმა ანალოგიური ანგარიშით მოიგეს და შესაბამისად დამატებითი დრო დაინიშნა. პენალტებამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი, როცა თემურ ქეცბაია მეკარესთან ერთი ერთზე პირისპირ აღმოჩნდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა.

 

საქართველოს ნაკრების ყოფილმა შემტევმა ინგლისელებს უდიდესი სიხარული მოუტანა და ასე აღმოჩნდა ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში. ქეცბაია ნიუკასლში 1997 წელს ათენის აეკიდან გადავიდა და გუნდში 3 წელი დაჰყო. 2000 წელს მან ვულვზს მიაშურა.