ძანიოლოზე ტაციაობაა

ახალგაზრდა იტალიელ შემტევს არაერთი გრანდი იწვევს, არჩევანი თავად ფეხბურთელზეა

ნოკოლო ძანიოლოზე დიდი ამბებია ატეხილი. მასზე დიდი მოთხოვნაა და გამორიცხული არაა ზაფხულში რომა დატოვოს.  იტალიელთა შემტევს კარგი თამაში უფასდება და მისით არაერთი კლუბია დაინტერესებული. 

 

გავრცელებული ინფორმაციით 19 წლის ფეხბურთელის გადაბირება ბაიერნს სურს. ზაფხულში გერმანელთა რიგებს რიბერი და რობენი დატოვებენ, აქედან გამომდინარე რეკორდმაისტერთა მესვეურები შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობენ.

 

რაც შეეხება ძანიოლოს, იტალიელის გადაბირება ბაიერნის გარდა რეალს, პსჟ-ს, სიტისა და იუვენტუსსაც სურთ. ახალგაზრდა შემტევი რომას ამ სეზონში შეუერთდა. აგვისტოდან მოყოლებული მან 32 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.  

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.