ფაჩულია არ დაინდეს [ვიდეო]

სერიის მეორე შეხვედრა 18 აპრილს ისევ მილუოკიში გაიმართება

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფი დაიწყო და საქმეში ჩაერთო ზაზა ფაჩულიას “დეტროიტიც”, რომელიც პირველ წრეში ლიგის საუკეთესო შედეგის მქონე “მილუოკის” შეხვდა. ყოფილ გუნდთან დაპირისპირებაში ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 18 წუთი გაატარა, თუმცა ვერც მან და ვერც ერთმა დეტროიტელმა მილუოკელთა შეჩერება ვერ შეძლეს. მატჩი “ბაქსის” 35-ქულიანი გამარჯვებით – 121:86 დასრულდა.


 

ფაჩულიამ 18 წუთში 5 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. დეტროიტელებს აკლდათ მთავარი დამრტყმელი ძალა ბლეიკ გრიფინი.

 

სერიის მეორე შეხვედრა 18 აპრილს ისევ მილუოკიში გაიმართება.