მაკარიძემ ბენფიკასთან პენალტი მოიგერია (ვიდეო)

მაკარიძე ახალ გუნდს მშვენივრად შეეწყო

პორტუგალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ვიტორია სეტუბალი, რომლის ღირსებასაც გიორგი მაკარიძე იცავს, ბენფიკას ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. სასიამოვნოა ამბავია, რომ 29-ე წუთზე სტუმართა კარში 11 მეტრიანი დაინიშნა, რომელიც გიორგი მაკარიძემ მოიგერია.

 

შეგახსენებთ, რომ მაკარიძე ვიტორია სეტუბალში რამდენიმე თვის წინ რიუ ავედან გადავიდა. იგი თავიდანვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა და ახალი გუნდის მაისურით უკვე მეშვიდე მატჩი ჩაატარა.

 

ვიტორია სეტუბალს ამ დროისთვის 31 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს მაკარიძე და მისი გუნდელები შინ პორტიმონენსეს წინააღმდეგ გამართავენ.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.