შინაური კედლების იმედად

ბუდუჩნოსტმა ადრიატიკის ლიგის ფინალში მეორე მატჩიც წააგო

პირველ მატჩზე უშანსოდ – 69:107  წააგო გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” “ცრვენა ზვეზდასთან” და ადრიატიკის ლიგის ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩა. ქართველი ცენტრი თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა მთლიანად “ბუდუჩნოსტმა” ვერ ითამაშა სათანადოდ.

 

სერბული გუნდი ჩემპიონობას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, თუმცა მომდევნო 2 შეხვედრა სტუმრად, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში ელის, სადაც ბითაძის გუნდი გათანაბრებას ეცდება.


 

19 წლის ქართველმა ცენტრმა ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სანამ მე-5 პერსონალურ ფოლს მიიღებდა, მოედანზე 18:28 წუთი დაჰყო.  მის ანგარიშზე 9 ქულა და 5 მოხსნაა.

 

ადრიატიკის ლიგის ჯერაც მოქმედი ჩემპიონი სიტუაციის გამოსწორებას მშობლიურ პოდგორიცაში ეცდება, სადაც ფინალის მე-3 მატჩი 17 აპრილს გაიმართება. თუკი “ბუდუჩნოსტმა” ჩამორჩენა შეამცირა, შინ, კიდევ ერთ შეხვედრას 19 აპრილს ჩაატარებს, საჭიროების შემთხვევაში გადამწყვეტი შერკინება კი 22 აპრილს ბელგრადში შედგება.