ბაიერნის სერიოზული დანაკლისი 

გერმანელი კვლავ ტრავმირებულია

მიუნხენის ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერი გერმანიის ჩემპიონატის მატჩში, დიუსელდორფის ფორტუნასთან მიღებული ტრავმის გამო დაახლოებით ორ კვირას გამოტოვებს. ინფორმაციას ბავარიული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

 

მატჩისას, გერმანიის ნაკრების გოლკიპერი ფეხის დაზიანების გამო შეცვალეს და მის ნაცვლად მოედანზე სვენ ულრაიხი შემოვიდა.

 

რეკორდმაისტერის კარის დარაჯი დიდი ალბათობით ხუთ მატჩს გამოტოვებს, მათ შორის ვერდერის ბრემენთან და ნიურბერგთან.

 

ბაიერნის 33 წლის მეკარის გარდა, ტრავმირებულია მატს ჰუმელსიც. გერმანელი მცველი სამედიცინო შემოწმებას გადის და არ ვარჯიშობს. 

 

ბაიერნი 67 ქულით ბუნდესლიგის სათავეშია. შემდეგ შეხვედრას ნიკო კოვაჩის გუნდი 20 აპრილს, ვერდერთან გამართავს.

 

ამ სეზონში ნოიერმა ბაიერნის მაისური 37-ჯერ მოირგო და 17-ჯერ კარი მშრალად შეინახა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.