ვესტბრუკი ისტორიაში მეექვსეა

რასელმა უილტ ჩემბერლენს გადაასწრო

ოკლაჰომამ NBA-ს ფლეი ოფის პირველი რაუდნის საწყის მატჩში პორტლენდთან სტუმრად - 99:104 დამარცხდა.

 

ამ შეხვედრაში, სტუმართა გამთამაშებელმა რასელ ვეტსბრუკმა 24 ქულა, 10 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი პასი მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ეს ფლეი ოფებში რასისთვის რიგით მეცხრე სამმაგი დუბლი იყო, რა შედეგითაც ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გადაასწრო და NBA-ს იტსორიაში მეექვსე ადგილზე გადავიდა.

 

ვესტბრუკზე წინ ლარი ბერდი (10), რედიონ რონდეუ (10), ჯეისონ კიდი (11), ლებრონ ჯეიმსი (23) და მეჯიკ ჯონსონი (30) არიან.

 

საინტერესოა ისიც, რომ ბოლო სამი რეგულარული სეზონი რასელმა საშუალო სამმაგი დუბლით დაასრულა, რაც საუკეთესო შედეგია.

 

იმ მატჩების 80 %, რომლებშიც რასელ ვესტბრუკმა სამმაგი დუბლი შეასრულა, ოკლაჰომას გამარჯვებით დასრულდა.

 

სერიის მეორე მატჩი 17 აპრილს, ისევ მოდა ცენტრში გაიმართება.