გერმანია განადგურებულია

უმცროსი  ბორჯღალოსნები  ტიტულის დაცვას შეუდგნენ

რუსეთის ქალაქ კალინინგრადში დაიწყო ევროპის 18 წლამდე ჩემპიონატი რაგბში, რომელშიც საქართველოს ნაკრები მოქმედი ჩემპიონის რანგში თამაშობს.

 

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყეს და პირველ მატჩში გერმანიას სულ ბდღვირი ადინეს. ანგარიშიც მეტყველებს, რომ ქართველი მორაგბეების უპირატესობა თვალშისაცემი იყო - 46:0. საქართველოს ნაკრებმა გერმანიას 7 ლელო დაუდო.

 

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მასპინძელი რუსეთი იქნება, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში რუმინეთს 13:11 აჯობა. მეორე ნახევარფინალში კი ესპანეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

 

მატჩები 17 აპრილს გაიმართება.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.