კლოპის ეფექტი: ლივერპულმა რეკორდი გაიმეორა

მერსისაიდულ გუნდს საუკეთესო შედეგამდე ერთი ქულა აშორებს

პრემიერლიგის 34-ე ტურში, ლივერპულმა ჩელსი - 2:0 დაამარცხა და ტიტულის მოგებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა.

 

არისტოკრატების წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება იურგენ კლოპის გუნდისთვის ამ სეზონში 26-ე იყო. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელებმა ერთ სეზონში მოგებული მატჩების რაოდენობით პირადი რეკორდი გაიმეორეს. ასეთი შედეგი ლივერპულმა 2013/14 წლების სეზონში დააფიქსირა, მაშინ გუნდს ბრენდან როჯერსი ხელმძღვანელობდა. სეზონის ბოლომდე, ლივერპულს კიდევ 4 მატჩი აქვს ჩასატარებელი.

 

ამაზე მეტი მოგება ლივერპულს ერთადერთხელ, 1979/80 წლების სეზონში ჰქონდა (30), თუმცა მაშინ ინგლისის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონი პრემიერლიგად არ იწოდებოდა.

 

ამ მომენტისთვის, ლივერპულს 85 ქულა აქვს, რაც ერთით მეტია 2013-14 წლების სეზონის მთლიან მონაგარზე. პრემიერლიგურ პერიოდში, ლივერპულს საუკეთესო შედეგის გამეორებამდე ერთი ქულა აშორებს (2008-09 წლების სეზონში - 86).  

 

შემდეგი მატჩი კლოპის შეგირდებს 21 აპრილს, კარდიფთან სტუმრად ელით.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.