„ძივიშნიკი“ ბაჰამებზე

ვოზნიაცკიმ დაქალები შეყარა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამჟამად კი რეიტინგში მე-13 კაროლინ ვოზნიაცკი თხოვდება. 

დანიელი ლამაზმანი, ვინც, სხვათა შორის, ლივერპულის თავდაკლული ფანია, უკვე რა ხანია ყოფილ კალათბურთელ დევიდ ლის ხვდება. ლი, თავის დროზე NBA-ში ბურთაობდა და ყველაზე წარმატებულ პერიოდში გოლდენ სტეიტის ღირსებას იცავდა. 2015 წელს ჩემპიონობა იზეიმა და ორჯერ ყველა ვარსკვლავის მატჩშიც ითამაშა...

 

ლი იქით იყოს და თავად კაროლინ ვოზნიაცკი ახლა ბაჰამის კუნძულებზეა და „ოჯახურ ფერხულში“ ჩაბმამდე თავისუფლებით ტკბება. დანიელმა ბაჰამებზე „დევვჩატნიკი“ მოაწყო და ცხადია, უახლოეს დაქალებს უხმო. 


ვოზნიაცკის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სტუმარი კი სერენა უილიამსი ყოფილა, ვისთან ერთადაც გადაღებულმა ბაჰამურმა ფოტოებმა მსოფლიო პრესის ფურცლები ააჭრელა, თუმც მამაკაცთა მზერა უფრო სხვა, ქვიშიან პლაჟზე ღორების გვერდით წამოგორებული კაროლინ ვოზნიაცკის ფოტოზე ასახულმა მშვენიემა ფიგურამ მიიპყრო.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.