MLS-ში გულშემატკივრებს არ ინდობენ (VIDEO)

ნიუ იორკ რედ ბულსის ფეხბურთელის აგრესიული ქმედება

MLS-ის მორიგ ტურში, კანზას სიტიმ ნიუ იორკ რედ ბულსთან საშინაო ფრე - 2:2 ითამაშა.

 

მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, სტუმართა ნახევარმცველმა, პარაგვაელმა კაკუმ აგრესიულობის გამო მოედანი წითელი ბარათით დატოვა. ნიუ იორკელთა ფეხბურთელმა აუტის ხაზიდან ბურთი ყველაზე ახლოს მდგარ გულშემატკივრებს განზრახ გაარტყა, რასაც მოთამაშეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. 

 

 

კაკუს უხეშობას შესაძლოა, ამერიკული ფეხბურთის მმართველებმა გადახედონ და ფეხბურთელს რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაციაც მისცენ.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.