რეალი კარზე ჩაქუჩებით აკაკუნებს

სამეფო კლუბი ბრიტანელი ტალანტით დაინტერსდა

ვესტ ჰემის ტალანტი დეკლან რაისი მშვენიერ სეზონს ატარებს. ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის შემდეგ, ჩაქუჩების ჩამშლელმა მადრიდის რეალის ყურადღებაც მიიპყრო.

 

პრემიერლიგის ბოლო ტურში, ოლდ ტრაფორდზე, მანჩესტერ იუნაიტედმა ვესტ ჰემს - 2:1 სძლია. ამ შეხვედრას ჩაქუჩების და ჩელსის ვეტერანი ფეხბურთელი სკოტ მინტო დაესწრო, რომელმაც მატჩის შემდეგ თქვა, რომ 20 წლის მოთამაშის გადაბირება ლოს ბლანკოსს სურს. 

 

„გავიგე, რომ მადრიდის რეალი ვესტ ჰემის კარზე ხშირად აკაკუნებს და დეკლან რაისის ოჯახსაც ესაუბრება. ჩემი აზრით, ეს ტრანსფერი სავსებით რეალურია“,-თქვა 47 წლის ინგლისელმა.

 

ვესტ ჰემის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის შენარჩუნებაზე მუშაობს და მისთვის კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივებას გეგმავს. მიუხედავად ამისა, ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი რაისის გაშვების წინააღმდეგი არ არის: „პრემიერლიგაში არსებობენ კლუბები, რომელთაც დიდი ფინანსური რესურსი აქვთ და რაისის შესაძენად ფულს აუცილებლად გაიმეტებენ, რაც ფეხბურთელის კარიერის გაუმჯობესებისა და კლუბში ფინანსური მდგომარეობის გამოკეთებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება“,-თქვა გამოცდილმა ჩილელმა სპეციალისტმა.

 

რაისი გარეთ საუთგეიტმა სამი ლომის შემადგენლობაში ევრო 2020-ს შესარჩევ ეტაპზე იხმო და საწყის ორ შეხვედრაში, ჩეხეთისა და მონტენეგროს წინააღმდეგ ათამაშა. 

 

ირლანდიის ყოფილ მოქალაქეს ბრიტანული მედია ხშირად მანჩესტერ იუნაიტედს უკავშირებს. რაისმა ამ სეზონში ვესტ ჰემის 35 მატჩში ითამაშა და 2 გოლის გატანაც მოახერხა. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.