რიბერი ჩავისთან?

ფრანგი შემტევი მომავალი სეზონიდან ახალი გუნდის ღირსებას დაიცავს

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ, კარიერა შესაძლოა, არაბულ ალ სადში გააგრძელოს. ამის შესახებ Kicker-იდან შევიტყვეთ. შეგახსენებთ, რომ რიბერის ბაიერნიდან წასვლის საკითხი გადაწყვეტილი ამბავია.

 

ცნობილია, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეულია და ფეხბურთელი მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს. აქვე გეტყვით, რომ ალ სადის ღირსებას, ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველი ჩავი იცავს.

 

რიბერი ბაიერნში 2007 წლის ზაფხულში მარსელიდან გადავიდა. იგი მალევე გუნდის ერთერთ წამყვან ფიგურად იქცა და დღეს მიუნხენელთა ლეგენდადაც ითვლება. რიბერიმ გერმანულ გრანდთან ერთად ბუნდესლიგა (8), გერმანიის თასი (5), გერმანიის სუპერთასი (5), ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მიმდინარე სეზონში ფრანგმა 33 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.