სამი კანდიდატი

გერმანია ახალ პრეზიდენტს ელის

რაინჰარდ გრინდელმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის პოსტი 2 აპრილს დატოვა. ის კორუფციაში დაადანაშაულეს. ორგანიზაციის ახალი არჩევნები 27 სექტემბერს გაიმართება. თუმცა უკვე დღეს განიხილავენ პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატების შანსებს. ფაქტი ერთია - ახალი პრეზიდენტი გერმანულ ფეხბურთში გარდაქმნის სიმბოლო უნდა გახდეს.

ეს ადვილი არ იქნება, რადგან ახალ პრეზიდენტს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ საფეხბურთო კავშირი კორუმპირებული ჩინოვნიკების საკრებულო კი არ არის (როგორც ბოლო ორი პრეზიდენტის შემთხვევაში მოხდა), არამედ გერმანული ფეხბუთის მომავალზე მოფიქრალი კაცია. მან უნდა გაატაროს რეფორმები, მათ შორის რეგიონალლიგებისა და სამოყვარულო კლუბების რესტრუქტურიზაცია, რაც გრინდელმა ვერ მოახერხა.

საფეხბურთო გერმანიას ახალი იდეები სჭირდება. ამისათვის კი ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანია საჭირო. ასეთები ამჟამად სამნი არიან: ფილიპ ლამი, კრისტოფ მეტცელდერი და ტომას ჰიტცლშპერგერი.

 

 

 

ფილიპ ლამი, 35 წლის

გამარჯვების შანსი 30%

ყოფილმა ვარსკვლავმა საფეხბურთო კარიერა ორიოდ წლის წინათ დაამთავრა, თუმცა ჟურნალ-გაზეთების თავფურცლებზე ახლაც ძალიან ხშირად ჩნდება. დროის ამ მონაკვეთში ბუნდესნაკრებისა და ბაიერნის ყოფილმა კაპიტანმა, პოლიტიკაშიც სცადა ბედი ანგელა მერკელის ფრთის ქვეშ. უამრავი სტარტაპებისთვის დაიხარჯა, ნატალია ვოდიანოვასთან ერთად გაიტანა ფიფას თასი შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისას.

ყველაზე მთავარი კი მისი როლია გერანიისთვის ევრო 2024-ის მასპინძლობის მოპოვებაში. გასული წელი ერთობ მძიმე გამოდგა გერმანული ფეხბურთისთვის: მუნდიალზე ჯგუფიდან ვერგასვლა, სკანდალი მესუთ იოზილთან დაკავშირებით, ერთა B ლიგაში დაქვეითება. ყველაფერი ძალიან ცუდად იყო. ამავე პერიოდში გერმანია თურქეთს ებრძოდა ევროს მასპინძლობისთვის. ლამი გერმანიის განაცხდაზე იყო პასუხისმგებელი. ყველა რეალიზებული პოროექტი მისი გაკეთებული გახლდათ. არასახარბიელო ფონის მიუხედავად, მან თავისი ღიაობითა და პასუხისმგებლიანობით ყველა მოხიბლა და მაშინ როცა გრინდელი იოზილთან საქმეებს არკვევდა, გერმანიას ევრო 2024-ის მასპინძლობის უფლება მოუპოვა.

თავად ლამი საკუთარ კანდიდატურას უარყოფს და ამის შესახებ დორტმუნდში, გერმანული ფეხბურთის დიდების მუზეუმში განაცხადა. მაგრამ Der Spiegel ლამს პრეზიდენტობის წონიან სავარაუდო კანდიდატად მიიჩნევს.

 

 

 

კრისტოფ მეტცელდერი, 38 წლის

გამარჯვების შანსი 45%

38 წლის მეტცელდერი პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევა.

ბოლო დროს ის ხშირად ჩნდება ტელევიზიაში ექსპერტის სტატუსით. ასევე რეგიონალლიგის კლუბის -  ტუს ჰალტემის პრეზიდენტიცაა. მან ჩინებულად იცის, რითი სუნთქავს და რა სჭირდება სამოყვარულო ფეხბურთს. 

ამავე დროს, უკვე მესამე წელიწადია თავისი კლუბის 19 წლამდელებს წვრთნის. შექმნა  სპორტული მარკეტინგის საკუთარი სააგენტოც. 

ერთადერთი, რამაც მას კანდიდატობის წარდგენაში შეიძლება ხელი შეუშალოს, შალკეს წინადადებაა. გელზენკირხენული კლუბი მას სპორტული დირექტორის პოსტს სთავაზობს.

 

 

 

ტომას ჰიტცლშპერგერი, 37 წლის

გამარჯვების შანსი 10%

უცნაური კანდიდატია. ახალგაზრდა, ენერგიული. ტელეექსპერტად მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ჰიტცლშპერგერი პირველი ტოპ-დონის ფეხბურთლია, რომელმაც 2014 წელს ღიად განცხადა თავისი ორიენტაციის შესახებ და მას შემდეგ ბევრი მწარე სიტყვა მოისმინა.

თებერვლიდან ის შტუტგარტის სპორტული დირექტორია.