სალაჰი: ჩემპიონობას 4 მატჩის მოგება გვაშორებს 

ლივერპულის ლიდერი მეტოქეს ყურადღებას არ აქცევს

ლივერპული პრემიერლიგის მოგების ერთ-ერთი საუკეთესო შანსს ფლობს. ჩემპიონობისკენ მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მერსისაიდელებმა ჩელსის (2:0) დამარცხებით გადადგეს.

 

მეორე გოლი მოჰამედ სალაჰის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის შემდეგ თქვა, რომ ლივერპული დარჩენილ ოთხ ტურში გამარჯვების შემთხვევაში ტიტულის მოგებას შეძლებს.

 

„ჩემი აზრით, საკუთარ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და იმედი გვქონდეს, რომ მანჩესტერ სიტი ქულებს დაკარგავს.

 

მე არ ვაკვირდები სიტის შედეგებს, ეს ჩვენ არ დაგვეხმარება. ჩვენი მთავარი მიზანი გოლების გატანა და მატჩების მოგება უნდა იყოს. უნდა მოვიგოთ დარჩენილი 4 შეხვედრა და ჩემპიონები გავხდებით. 

 

ჩემს შესაჩერებლად მეტოქის ორი ან სამ მცველი გადმოდის, რაც სადიო მანესა და რობერტო ფირმინოს მეტ თავისუფლებას აძლევს. სწორედ ამის ხარჯზე შეძლეს მათ და წინა სეზონთან შედარებით უფრო მეტი გოლი გაიტანეს. მათი წარმატება მახარებს.

 

საწუწუნო რა მაქვს, ბედნიერი ვარ. გუნდი ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. პრემიერლიგა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია“,-თქვა პრემიერლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა.

 

ამ სეზონში, სალაჰმა პრემიერლიგაში 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მოაგროვა, რითაც სერხიო აგუეროსთან ერთად, საუკეთესო ბომბარდირია. 

 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.