სანჩესი სათადარიგოებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადია

სკამზე მსხდომი ფეხბურთელების შემოსავლები

ალექსის სანჩესმა მანჩესტერ იუნაიტედში ამ სეზონში თითქმის 5 მილიონი გირვქნა გამოიმუშავა. ჩილელი გუნდში 2018 წლის იანვარში არსენალიდან დიდი იმედებით გადაიყვანეს. მოურინიოს აზრით იგი კლუბის ლიდერი უნდა გამხდარიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

 

არადა, მანამდე სიტუაცია სულ სხვანაირად იყო. მისი გადაბირება სიტის თავკაც პეპ გვარდიოლასაც სურდა, თუმცა სატრანსფერო დუელში გამარჯვებული პორტუგალიელი გახდა. მას შემდეგ სანჩესმა ავანსები აშკარად ვერ გაამართლა. იგი ხშირად ტრავმიანობს და როცა ჯანმრთელადაა იდეალური ფორმისგან, მაშინაც შორსაა. აგვისტოდან მოყოლებული სანჩესმა 23 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

 

 

პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად სათადარიგო მოთამაშეებს შორის მეორე ადგილს დანიელ სტარიჯი იკავებს. ინგლისელმა 4.8 მილიონზე ცოტა მეტი გამოიმუშავა. ლივერპულის თავდამსხმელმა ამ სეზონში სათადარიგოთა სკამზე 1400-ზე მეტი წუთი გაატარა. ეს უფრო დიდი დროა ვიდრე ის წუთები, რომელიც სანჩესმა სკამზე გაატარა.

 

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ სანჩესის ხელფასზე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. იგი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.