წარმოუდგენელი მოგება

ნბა-ს ფლეიოფების ისტორიაში ყველაზე დიდი შემოტრიალება

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ფლეიოფების დრო დადგა, რომლებიც რა გასაკვირია, რომ საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. აგერ, კლიპერსმა ისეთი რამ დაატრიალა ცხადი რომ არ გგონია და უფრო სიზმრის კატეგორიიდანაა.

 

 

მოკლედ, კლიპერსელებმა პლეიოფის მეორე დაპირსპირებაში გოლდენ სტეიტს მოუგეს და თან ისეთი მდგომარეობიდან, ყველას განწირული რომ ეგონა. მესამე პერიოდში, ანგარიშში სხვაობა 31 ქულა იყო. გოლდენ სტეიტი კლიპერსს თითქოს უპრობლემოდ უმკლავდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს საქმე მოთავებულად ნაადრევად ჩათვალეს.

 

საბოლოოდ კლიპერსმა 135:131 მოიგო და  ნბა-ს ფლეიოფების ისტორიაში ყველაზე დიდი შემოტრიალების შემოქმედი გახდა.  აქამდე რეკორდი ლეიკერსს ეკუთვნოდა, რომელმაც 1989 წელს სიეტლს 29 ქულიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.