კაპელო: ტიტულს ყოველთვის ძლიერი ვერ იგებს

იტალიელი სპეციალისტის პროგნოზი

გამორჩეული იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო, ჟურნალისტებს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონისა და მისი ფავორიტების შესახებ ესაუბრა.

 

კაპელოს თქმით, ტიტულის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი „ბარსელონაა“, რომელსაც წარმატების მისაღწევად ყველაფერი აქვს.

 

„ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი „ბარსელონაა“, რომელსაც საამისოდ ყველანაირი რესურსი აქვს. ერნესტო ვალვერდეს ფორმაციის გუნდი ძალიან მომწონს, რადგან ფეხბურთელები ბრტყელ პასებს ნაკლებად აკეთებენ და უფრო მეტად ვერტიკალურად მოქმედებენ. ვფიქრობ, „ბარსამ“ თამაში გააუმჯობესა და მისი ყურება ახლა მოსაწყენი ნამდვილად არაა.

 

ტიტულის მოგება შეუძლია „იუვენტუსსაც“, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს. გუნდის მენტალიტეტი მეთოდურად გაუმჯობესდა და ყველა ხედავს, როგორ სურს თითოეულ ფეხბურთელს ტიტულის მოგება.

 

სეზონის დასაწყისში ამ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად „მანჩესტერ სიტიც“ დავასახელე, თუმცა „ტოტენჰემთან“ მის მიერ ნაჩვენები თამაში ნამდვილად არ მომეწონა. ფეხბურთელები გადაღლილად გამოიყურებოდნენ.

 

ერთი რამ კი აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, ტიტულს ყოველთვის ძლიერი გუნდი ვერ იგებს“.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.