იუვენტუსს საქმე გაურთულდა

ტურინელებს ჰოლანდიელებთან წამყვანი მოთამაშეები დააკლდებათ

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4 ფინალში, იუვენტუსი აიაქსს უმასპინძლებს. Sport Mediaset-ის ცნობით, ტურინელთა საქმე გართულდა. როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, იტალიელებს ვარჯიშზე ჯორჯო კიელინი დაუშავდათ და აქედან გამომდინარე ჰოლანდიელებთან ვერ ითამაშებს. 

 

გარდა კიელინისა, იუვეს ლაზარეთში მარიო მანჯუკიჩი და ხუან კუადრადოც არიან. სათუოა ემრე ჩანისა და დანიელე რუგანის საკითხიც. სამაგიეროდ თამაში შეეძლება სამი ხედირას, რომელსაც გულის პრობლემები ჰქონდა და ახლა გუნდთან ერთად ემზადება.

 

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. გოლები კრიშტიანუ რონალდუმ და დავიდ ნერეშმა გაიტანეს.