ალეგრი: პირველი მატჩის შედეგი არაფერს ნიშნავს

რონალდუს შეჩერება ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელია, ამას მის სახეზეც ამოიკითხავთ

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4 ფინალში, იუვენტუსი აიაქსს უმასპინძლებს. მატჩამდე ტურინელთა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ მედიასთან ისაუბრა.

 

„წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. მართალია პირველი შეხვედრა სტუმრად 1:1 ვითამაშეთ, რაც უპირატესობას გვაძლევს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენ პატივს ვცემთ აიაქსს. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ატლეტიკოსთან მეორე მატჩში. ამსტერდამელები შეტევაში ძალიან სახიფათოები არიან და დაცვაში ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ.

 

რაც შეეხება რონალდუს, კრიშტიანუ ჩვენთვის უდიდესი ძალაა. არის მომენტები როცა მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია, ამას პორტუგალიელის სახეზეც ამოიკითხავთ.

 

არ ვიცი დე იონგი ითამაშებს თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი ამოცანა შემდეგ ეტაპზე გასვლაა და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ,“-განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.