"დიდებულია, სიმსივნე დავამარცხე!"

ლივერპულის ყოფილმა მცველმა, ესპანელმა ხოსე ენრიკემ Instagram–ზე გამოაქვეყნა, რომ სიმსივნე ჰქონდა და დაამარცხა.

„მეგობრებო, დღეს დიდებული ინფორმაცია მივიღე! ჩემმა ქირურგმა დამირეკა, გამოკვლევის პასუხები მითხრა და დაამატა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ. ასე რომ, წინ და წინ!“.

 

ხოსე ენრიკეს შარშან მაისში დაუდგინეს იშვიათი სახის სიმსივნე: თვალის არეში. მანაც კარიერა დაასრულა, 31 წლის ასაკში.

 

 2007 წელს საქართველო–ესპანეთის 21–წლამდელთა შესარჩევი მატჩი გაიმართა თბილისში. ესპანელებმა 1:0 იმარჯვეს და ის ერთადერთი გოლი სწორედ ხოსე ენრიკემ გაუტანა გიორგი ლორიას. 

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.