ვარლამ ლიპარტელიანი: გამარჯობა, მშვიდობაა!

ოსაკაში ჩხუბის ამბებს ნაკრების კაპიტანიც უარყოფს

ახლახანს, ოსაკაში დასრულებულ დიდ მუზარადზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უმედლოდ დარჩა. უფრო მეტიც - რამდენიმე ძიუდოისტი ტატამზე საერთოდ არ გასულა. მოგვიანებით, გავრცელდა ხმები იაპონიაში ნაკრების წევრთა დავიდარაბის და ჩხუბის შესახებ.

 

ლაშა შავდათუაშვილმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ყველაფერი უარყო და აღნიშნა, რომ ოსაკაში ტრავმის გართულებას მოერიდა და იმიტომ არ იჭიდავა. ჩხუბის ამბებს უარყოფს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანიც.

 

"გამარჯობა. არ ვარ საქართველოში. არაფერი მომხდარა, მშვიდობაა" - ამბობს ბაქოს მსოფლიოს ჩემპიონატის და რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.