რომა "დრეიკის წყევლას“ გაურბის

ჯალოროსომ გადაწყვეტილება მიიღო

კანადელი რეპერი ობრი დრეიკი ბოლო პერიოდში საფეხბურთო სამყაროს წყევლად იქცა. მას მერე, რაც მუსიკოსთან სხვადასხვა ევროპული გუნდის ფეხბურთელებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ამ კლუბმა მნიშვნელოვან შეხვედრებში მძიმე მარცხი განიცადა.

 

დრეიკთან ფოტო ჯადონ სანჩომ გადაიღო - დორტმუნდი ბაიერნთან (0:5) განადგურდა.

 

დრეიკთან ფოტო პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გადაიღო - არსენალმა ევერტონთან (0:1) წააგო.

 

დრეიკთან ფოტო სერხიო აგუერომ გადაიღო - მანჩესტერ სიტიმ ტოტენჰემთან (0:1) წააგო.

 

დრეიკთან ფოტო ლავინ კურზავამ გადაიღო - პსჟ ლილთან (1:5) გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა.

 

ეს ბოლო შემთხვევა კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში პარი სენ-ჟერმენმა ასეთი დიდი სხვაობით ბოლო 19 წლის განმავლობაში პირველად წააგო.

 

ამ ყველაფრის შემდეგ, „დრეიკის წყევლის“ ყველა საფეხბურთო გუნდს ეშინია, ერთ-ერთი მათგა​ნი კი რომაა. ჯალოროსოს ხელმძღვანელობამაც გადაწყვიტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გუნდის ფეხბურთელები დრეიკთან ფოტოს გადაიღებენ და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებენ, ისინი სეზონის ბოლოდან მთავარ გუნდში ვეღარ მოხვდებიან.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.