ერიკ ტენ ჰაგი: შტორმს გადავურჩით

აიაქსის მწვრთნელი იუვენტუსთან გამარჯვების შემდეგ საუბრობს

ამსტერდამის აიაქსი ევროპაში მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ყველაზე სენსაციური გუნდია. 4-წლიანი პაუზის შემდეგ, გუნდი ერედივიზონის მოგებას უახლოვდება, ჰოლანდიის თასის ფინალშია და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალსაც 22 წლის შემდეგ პირველად უწია. 

 

ტურინის იუვენტუსთან სტუმრად მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ, ჰოლანდიური გრანდის თავკაცმა ერიკ ტენ ჰაგმა შეხვედრა შეაფასა.

 

ტურინული მატჩი ბერნაბეუზე ჩატარებული შეხვედრისგან რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. პირველ რიგში, ეს ფიზიკური ორთაბრძოლებით აღსავსე დაპირისპირება გამოდგა, თანაც ისეთი წნეხის გადატანა მოგვიხდა, თითქოს ძლიერი შტორმისთვის უნდა გაგვეძლო.

 

მეორე ნახევარში, მათ უფრო აქტიურად შემოგვიტიეს და ბევრი თავისუფალი ზონა დაგვიტოვეს, რამაც უფრო მარტივად თამაშის შესაძლებლობა მოგვცა. ჩვენ 2-3 100%-იანი მომენტი შევქმნით, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ინტრიგას მოვკლავდით“,-თქვა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა UEFA.COM-თან საუბარში.

 

საინტერესოა, რომ აიაქსი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ნახევარფინალში სამი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ გააღწია. ამსტერდამელებმა გზად ისეთი გუნდები ჩამოიტოვეს, როგორიც მიუნხენის ბაიერნი, მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსია. ნახევარფინალში აიაქსის მეტოქე მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემის წყვილში მოგებული იქნება (პირველი მატჩი ტოტენჰემმა - 1:0 მოიგო). 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.