სულშერი: პრემიერლიგაზე უნდა გადავერთოთ

კატალონიაში მარცხის შემდეგ, წითელი ეშმაკების დამრიგებელმა ოლე გუნარ სულშერმა მატჩი შეაფასა და მეტოქე გუნდის ლიდერი ლეო მესი შეაქო.

პსჟ-სთან შემოტრიალებული ორრაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედმა იგივეს გაკეთება ბარსელონასთან ვეღარ მოახერხა, ორივე მატჩი (0:1 და 0:3) და შესაბმისად ნახევარფინალის საგზურიც დათმო.

 

კატალონიაში მარცხის შემდეგ, წითელი ეშმაკების დამრიგებელმა ოლე გუნარ სულშერმა მატჩი შეაფასა და მეტოქე გუნდის ლიდერი ლეო მესი შეაქო.

 

ლიონელ მესი ტოპ-კლასის ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, შედეგი მისი შექმნილია - 2:0-ზე ბარსელონასთვის თამაში უკვე მოგებული იყო.

 

ყველანი ვთანხმდებით, რომ მესი და რონალდუ ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელები არიან. არგენტინელმა დღეს თავისი კლასი გვაჩვენა.

 

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბარსელონას დონეზე ავიდეთ, რისთვისაც ძალიან ბევრი შრომა გვჭირდება, მაგრამ ჩვენ ამის მიღწევა შეგვიძლია.

 

თუ გვსურს, რომ იმ დონეზე დავბრუნდეთ, რომელსაც მანჩესტერ იუნაიტედის ტრადიციები მოითხოვს, მაშინ ბარსელონას გამოთიშვას უნდა ვახერხებდეთ.

 

ამ ორ მატჩში, ბარსელონა ჩვენზე ორი თავით მაღლა იდგა. გვინდა, რომ მათ ამ სტადიაზე მომავალ სეზონშიც დავუპირისპირდეთ, თუმცა ახლა ინგლისის ჩემპიონატზე უნდა გადავერთოთ, სადაც ძალიან რთული კვირა გველოდება“,-თქვა ნორვეგიელმა.

 

მანჩესტერი გამოსვლას ერთადერთ ტურნირზე აგრძელებს და ეს ინგლისის პრემიერლიგაა, სადაც წითლების მიზანი ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებაა.