პროგნოზი: ​ნაპოლი-ცრვენა ზვეზდა

ნეაპოლელები გამარჯვებისთვის ითამაშებენ 

ნაპოლი-ცრვენა ზვეზდა

 

დრო: ოთხშაბათი, 28 ნოემბერი, 23:59

 

მსაჯი: ხესუს ხილ მანსარო (ესპანეთი 34)

 

ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონში ცრვენა ზვეზდამ ევროპულ გრანდებს პრობლემები უკვე შეუქმნა. მათ ბელგრადში, რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონზე ლივერპული (2:0) სენსაციურად დაამარცხეს და ნაპოლისთან პირველ წრეში უგოლო ფრე ითამაშეს. სერბეთის ჩემპიონი სიკვდილის ჯგუფში მოხვდა და სეზონის წინ მისგან ყველა მატჩის წაგებას მოელოდა, თუმცა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, წითელ ვარსკვლავს მერვედფინალში გასვლის შანსი კვლავ აქვს. ახლა ვლადან მილოიევიჩის გაწვრთნილ გუნდს 4 ქულა აქვს და ნაპოლისა და ლივერპულს, რომლებიც ჯგუფს ლიდერობენ, ორით ჩამორჩება.

 

ურთიერთშეხვედრები:

 

გუნდების პირველი დაპირისპირება სექტემბერში შედგა და როგორც ზემოთ მოგახსენეთ გოლის გარეშე დასრულდა.

 

პროგნოზი:

 

კარლო ანჩელოტის გუნდმა, რომელიც ფურცელზე მესამე ადგილის პოტენციურ დამკავებლად მიიჩნეოდა, არათუ საოცარი ბრძოლისუნარიანობა, თამაშის მაღალი ხარისხი და შეტევითი რესურსი ნათლად გამოავლინა. მათ შეძლეს და ორ მატჩში პსჟ-სთან ფრე ითამაშეს (2:2, 1:1), ვიცე-ჩემპიონ ლივერპულს კი მინიმალური უპირატესობით, მაგრამ დამაჯერებლად (1:0) მოუგეს. სწორედ ამიტომ, გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს არ შეეშლება, თუ როგორ მოახერხოს გუნდის მოტივირება, რათა სერბებთან მატჩში პირველივე წუთიდან გოლის გატანაზე იზრუნოს.

 

მართალია, ცრვენა ზვეზდამ მეოთხე ტურში და მთლიანად სეზონში სასწაული შემოგვთავაზა, თუმცა რთულად წარმოსადგენია სან პაოლოზე მათ ნეაპოლიტანელთა დამარცხება შეძლონ, რადგან მათ მეტოქეს ჯგუფიდან გასვლისთვის ამ თამაშის მოგების ვალდებულება აქვს. 

 

ნაპოლი მოიგებს პირველ ტაიმსაც და მთლიანად მატჩსაც @ 1.18

ნაპოლი მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით მოიგებს @ 1.54

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.