საქართველომ რუსეთი დაარეტიანა

ესპანეთთან ფინალური ჯახი 20 მაისს გაიმართება

რუსეთის ქალაქ კალინინგრადში მიმდინარე ევროპის 18 წლამდე ჩემპიონატზე რაგბში საქართველოს ნაკრები ფინალში გავიდა და ტიტულის შენარჩუნებამდე ერთი მოგება აშორებს.

 

რაგბის მოყვარულთ ალბათ შეხსენება არ სჭირდებათ, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები შარშან კონტინენტის ჩემპიონები გახდნენ და გადამწყვეტი მატჩი საფრანგეთს მოუგეს.

 

ამჯერად კი ფინალში ქართველი მორაგბეები ესპანეთს დაუპირისპირდებიან, მანამდე კი ნახევარფინალში რუსეთი გააცამტვერეს. დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა რუსებს 10 ლელო დაუდეს და ჯამში 64:10 მოუგეს.

 

ესპანეთთან ფინალური ჯახი კი 20 აპრილს გაიმართება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.