მესიმ საკუთარ მიღწევაზე არაფერი იცოდა (VIDEO)

ბარსელონას კაპიტანი: ასეთი სტატისტიკა მაქვს? არ ვიცოდი! 

 

ლეო მესი მორიგ, ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ბარსელონას კაპიტანი ჩემპიონთა ლიგისა (10) და ლა ლიგის (32) საუკეთესო ბომბარდირია და ამავე დროს ოქროს ბუცის მოგების მთავარი კანდიდატი. მიუხედავად ამისა, მესიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  მისთვის ციფრებს და სტატისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.

 

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა თებერვალში, ლა ლიგის 25-ე ტურში, სევილიასთან მოგებულ მატჩში (4:2), კარიერაში 50 ჰეთ-თრიკი შეასრულა. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, აღნიშნული მატჩის შემდეგ გასახდელში მყოფი მესი ჩანს, რომელიც კლუბის დელეგატს ესაუბრება. კატალონიური კლუბის წარმომადგენელი მესის 50-ე კარიერული ჰეთ-თრიკის შესახებ ეკითხება, თუმცა როგორც ჩანს, ბლაუგრანას ათიანს ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს.

 

 

- იცი რომ ეს შენს კარიერაში 50-ე ჰეთ-თრიკი იყო?

- მართლა?

- კი, უკვე 50-ე. მგონი ექვსი არგენტინის ნაკრებში, დანარჩენი კი ბარსელონაში.

- მართლა? არ ვიცოდი ეს სტატისტიკა, მაგრამ კარგია. ჩვენ კიდევ 3 ქულა მოვიპოვეთ.

 

ეს დიალოგი მესის პიროვნულ თვისებებსაც ხაზს კარგად უსვამს.

 

31 წლის თავდამსხმელმა გოლების შესანიშნავი სტატისტიკა ამ კვირაში, მანჩესტერთან შესრულებული დუბლითაც გაიუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ კატალონიელთა ლიდერს ინგლისური კლუბების კარში 24 გოლი მოუგროვდა, თუმცა ლეოს ლივერპულის კარი არასდროს აუღია. მესის ამის შესაძლებლობა ორ კვირაში ექნება, როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მერსისაიდულ კლუბს დაუპირისპირდება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.