ტოტენჰემის გულშემატკივრის წინასწარმეტყველება

ლონდონური კლუბის ფანმა ყველაფერი გამოიცნო

 

ვინმეს შეეძლო ეწინასწარმეტყველა, რომ სიტი-ტოტენჰემის უპრინციპულეს დაპირისპირებაში გადამწყვეტი გოლის ავტორი ფერნანდო ლორენტე იქნებოდა? დიახ, ამის დეზების ერთ-ერთ ქომაგს სჯეროდა.

 

ლონდონური კლუბის გულშემატკივარმა, მატჩის დაწყებამდე Twitter-ში დაწერა: „ტოტენჰემი სიტისგან გოლს აუცილებლად გაუშვებს, თუმცა ჩვენ ნახევარფინალში გავალთ და ამას ფრერნანდო ლორენტეს გოლის წყალობით მოვახერხებთ“. 

 

 

 

მართლაც, ანგარიშით - 4:3 დასრულებულ შეხვედრაში სუონსისა და ბილბაოს ყოფილმა ფეხბურთელმა ბოლო გოლი გაიტანა. ესპანელის მიერ ბურთის კარში გადაგზავნა საკამათო გახდა, თუმცა ვიდეო გამეორების სისტემამ დაადასტურა, რომ 34 წლის თავდამსხმელს ხელით არ უთამაშია.