ერიკ ნოუთეიჯი: კარგი სეზონი გვაქვს

საკალათბურთო სუპერლიგა

დელტას კარგი ლეგიონერები ჰყავს. უკანახაზელი ერიკ ნოუთეიჯი საშუალოდ 14.5 ქულას, 5.3 მოხსნას, 4.8 შედეგიან გადაცემას აგროვებს. ერიკი გუნდს მაქსიმუმს აძლევს და ბოლომდე იხარჯება.

 

როგორი სეზონი გაქვთ?

 

კარგი სეზონი გვაქვს. გუნდი უმატებს, უფრო შეთამაშებულია.

 

დელტაში აკლიმატიზაცია მარტივი იყო?

 

კი, აკლიმატიზაცია მარტივად მიდის. ერთმანეთს ვეხმარებით.


 

მთავარი მწვრთნელი გენდობათ?

 

ჩვენს მთავარ მწვრთნელზე მხოლოდ იმის თქმა შემიძია, რომ ერთ მიზანს ვემსახურებით.


 

ვინ არის თქვენთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე?

 

ვერ გეტყვით. ყველას წინააღმდეგ არ მითამაშია. ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. 

 

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი და დაასახელეთ 5 საუკეთესო მოთამაშე

 

ჰიუსტონი. 5 საუკეთესო - ლებრონი, დიურანტი, კარი, ჰარდენი, იანისი.